„დღეს მომასმენინეს ფაბრიკაცია, 4 მონაკვეთია გადადებული ერთმანეთზე. მიხეილ სააკაშვილს ის არ ახსენებს, მაგრამ რაღაც მონაკვეთებია ამოკრეფილი, სადაც ის საუბრობს არასასიამოვნო ტერმინოლოგიით, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილზე” – ამის შესახებ ტელეკომპანია პირველის ეთერში ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მონტაჟი, და ამას არაპროფესიონალი ადამიანიც მიხვდება. „ფაბრიკაცია არის ამ ხელისუფლების იარაღი. და ვინც ამას გააკეთებს ის არის ბიძინა ივანიშვილის სამსახურში”. – თქვა მან.
ეკა ხერხეულიზე ამბობს, რომ ამ მეთოდით ხელისუფლებას გადააქვს ყურადღება არსებითი საკითხებიდან და და ამით სურს თავის მართლების, პასუხის გაცემის რეჟიმში ჩააყენოს ოპოზიცია. „ნებისმიერი ფაბრიკაცია, რომელიც დაბნეულობას შეიტანს საზოგადოებაში, არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესში” – ამბობს ის.
„მეგობრებო ტყუილად წვალობთ. სანამ აქ მოვიდოდი დავუკავშირდი ნიკა მელიას და ვკითხე, რა იქნება მისი პასუხი. მან მიპასუხა, რომ როგორც კი ჩანაწერი დაიდება გავგზავნი ლონდონში ექსპერტიზეზე და პასუხი ეს იქნება”. – ამბობს ეკა ხერხეულიძე.