მოვითხოვ გამოძიებას ჟვანიას მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების მუხლით – დოლიძე

პუბლიკა

დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, ანა დოლიძე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან მივიდა. ის მოითხოვს გამოძიების დაწყებას ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების მუხლით.

„მე დღეს აქ მოვედი იმისათვის, რომ მოვითხოვო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თამარ ჟვანიასი და კიდევ იმის, ვინც გამოვლინდება ამ პროცესში. მან საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით გააყალბა დიდუბე-ჩუღურეთის არჩევნები. გაყალბების ფაქტები ეხება საარჩევნო უბნების 80%-ს. ამის ფაქტები მე აქაც მაქვს წარმოდგენილი და როცა ცესკოში გავასაჩივრებ, ყველა ოქმი იქნება წარდგენილი. გაყალბების მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, არის ვოლსკის გამარჯვება და მეორე – პოტენციურად შექმნილი ახალი ძალის დისკრედიტაცია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.