მოვითხოვთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – ევრონესტი

პუბლიკა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ცხინვალში დაპატიმრებული ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს.

თბილისში გამართულ სესიებზე მიღებული ტექსტით, ევრონესტი მოითხოვს დაპატიმრებული ექიმის დაუყონებლივ გამოშვებას, გმობს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერების ქმედებებს და მოითხოვს მათგან, რომ ექიმს ყველა ბრალდება მოეხსნას.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გამოიყენონ მშვიდობიანი ხერხები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მისაღწევად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა განცხადებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.