მოვითხოვთ გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას - დმიტრო კულება

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, კიევი მოითხოვს გაეროს უშიშორების საბჭოს მოწვევას, რომ განიხილონ რუსეთის უკანონო მოქმედებები.

„უკრაინა მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრებას რუსეთის ფედერაციის უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისი განაცხადი უკვე გაკეთებულია უშიშროების საბჭოში“, – წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.