მოვუწოდებ მთელ საქართველოს, რომ დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც - ენდელაძე

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძამ კორონავირუსით ინფიცირების გაზრდის შემთხვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ შემთხვევების მატების მიზეზი რეგულაციების შეუსრულებლობაა. დღეს საქართველოში ახალი 1192  შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი.

„თბილისში ახალი შემთხვევების ასეთი ზრდა უკავშირდება ისევ და ისევ რეგულაციების დაუცველობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, თბილისელებს და მთელ საქართველოს, დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები, რადგან ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. საქართველოში უკვე ვირუსის აქტიური გავრცელებაა, აუცილებელია რეგულაციების დაცვა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ახალი შემთხვევები რეგიონებზე შემდეგნაირად ნაწილდება:

ენდელაძის თქმით, ლიდერობს თბილისი – ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში დადასტურდა.

აჭარაში 343 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

იმერეთში 211 შემთხევევა დადასტურდა.

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45;

შიდა ქართლი –  37;

ქვემო ქართლი – 39;

გურია – 18 ;

სამცხე- ჯავახეთი – 14;

მცხეთა – მთიანეთი – 13;

კახეთი –  11;