მოვუწოდებ სამართალდამცავებს, აღსრულების პროცესში დაიცვან ადამიანის ფუნდამენტური უფლებები

პუბლიკა

მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა სამართალდამცავს, აღსრულების პროცესში დაიცვან ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ დაემსგავსება წინა ხელისუფლებას და არ აჰყვება დაგეგმილ პროვოკაციას.

„ჩვენ ნებისმიერი საკითხის, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება თუ სხვა, რომელიც სავალდებულოა აღსასრულებლად, ვერ ვიმოქმედებთ ისე, რომ არ დავიცვათ, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ვიცით, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილია, რათა მოხდეს უკიდურესი პროვოკაცია. „ნაცმოძრაობის“ გეგმის ნაწილია პროვოკაციების მოწყობა და დესტრუქციის დამგეგმავ ძალას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩაგვითრიონ, პროვოკაციაში. გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს ზუსტად და ადამიანის უფლებების დაცვით, მაქსიმალურად კორექტულად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.