მოვუწოდებ ყველას, დაიწყონ მოლაპარაკება და იფიქრონ თავიანთი ქვეყნის ბედზე - ევროპარლამენტარი

პუბლიკა

„ცუდი ამბები საქართველოდან. ჯერ კიდევაა დრო ამ კონფრონტაციის შესაჩერებლად“ – ევროპარლამენტის წევრი, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი თავმჯდომარე და ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რასა იუკნევიჩიანე ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, რომ დაიწყონ მოლაპარაკება და იფიქრონ თავიანთი ქვეყნის ბედზე“, – წერს იუკნევიჩიანე Twitter-ზე.

ნიკა მელია დღეს სპეცრაზმმა დააპატიმრა.

ოფისზე შტურმი გამთენიისას დაიწყო. სპეცრაზმი ოფისში ძირითადი შესასვლელიდან და სახურავიდან შეიჭრა და ძალის გამოყენებით შეაღწიეს მელიას კაბინეტამდე. მათ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

მანამდე სპეცდანიშნულების რაზმმა მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების გაყვანა დაიწყო. ოფისთან მობილიზებულია ასობით პოლიციელი, სპეცრაზმელი, სასწრაფო დახმარების მანქანები.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დააკავეს აქტივისტებიც.