მოვუწოდებთ ჩინეთს, რომ ჩაერთონ რუსეთის მიმართ სანქციებში - სტოლტენბერგი

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი მოუწოდებს ჩინეთს ჩაერთოს რუსეთის მიმართ სანქციებში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, რომ არ ჩაერთოს ამ კრიზისში, პეკინმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნების სუვერენიტეტი, ჩინეთი ემხარება რუსეთს პოლიტიკური დახმარებით, ისინი ავრცელებენ ტყუილებს და დეზინფორმაციას, ალიანსის ქვეყნები შეშფოთებულები არიან და გამოთქვემენ ეჭვს რომ შესაძლოა ჩინეთი ეხმარებოდეს სამხედრო დახმარებითაც რუსეთს, მოვუწოდებ ალიანსის ქვეყნის ლიდერებს, რომ მოუწოდონ ჩინეთს, რომ არ ჩაერთონ ამ პროცესებში და მოვუწოდებთ ჩინეთს, რომ ჩაერთონ რუსეთის მიმართ სანქციებში და ხმამაღლა განაცხადონ მოწოდება მშვიდობისკენ.

გადაწყვეტიელებას, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ხვალ ექნება კიდევ უფრო დიდი მასშტაბები, თავდაცვის გაძლიერება მოითხოვს კიდევ უფრო გაძლიერებულ ფინანსურ ჩართულობას, მაქვს მოლოდინი რომ ალიანსის წევრები გააორმაგებენ ფინანსურ დახმარებას, რადგან მშვიდობა ნაჩუქარი არ არის ის უნდა მიიღწიოს“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა დღევანდელ ბრიფინგზე. [„რუსთავი 2-ის“ თარგმანი]

ხვალ NATO-ს საგანგებო სამიტი იმართება.