გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„ჩვენ ვგმობთ 2021 წლის „თბილისი პრაიდზე“ ჟურნალისტებსა და ორგანიზატორებზე განხორციელებულ მუქარას და თავდასხმას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეები და გამოიძიონ ლგბტი პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი და დისკრიმინაციული ქმედებები. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, – წერია „ტვიტერზე“.
?? #Georgia: We condemn threats and assaults at #TbilisiPride2021 venues on journalists & organizers. We call on Georgia to protect participants in peaceful assemblies, and to investigate violence & discrimination against #LGBTI people. Those responsible must be held accountable. pic.twitter.com/BWj4bw6OF5
— UN Human Rights (@UNHumanRights) July 5, 2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები 55 პირს გაუსწორდნენ, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს აკეთებდნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებიც. დაკავებულია 8 პირი ადმინისტრაციული წესით.
5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, თუმცა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ძალადობრივი მეთოდებით მოახერხეს ისე, რომ „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მარშის გამართვაზე უარი განაცხადეს.