ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულებულ მოლაპარაკებას ეხმაურება. საელჩო შეშფოთებას გამოხატავს უშედეგო მოლაპარაკებაზე და მოუწოდებს ხელისუფლებას, იმოქმედოს კონსენსუსის მისაღწევად.
„შეშფოთებული ვართ, რომ საქართველოში ევროპული პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებში ხელშესახები პროგრესი არ ჩანს.
ფართო პოლიტიკური კონსენსუსი და ინკლუზიური დიალოგი მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზისა და დემოკრატიის დასაცავად. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გადადგას დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსის მისაღწევად“, – წერს ლიეტუვის საელჩო Twitter-ზე.
კრისტიან დანიელსონი შარლ მიშელის დავალებით საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად შეხვედრებს 12 მარტიდან მართავდა. საბოლოოდ, გუშინ, დანიელსონის, ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მედიაციით გამართული 10-საათიანი შეხვედრის მიუხედავად, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და დანიელსონი ბრიუსელში გაემგზავრა.