მოვუწოდებთ მთავრობას, დროულად მიიღოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა - დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ ორგანიზებულ კიბერუსაფრთხოების ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ დროულად მიიღოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს მონაწილობა მივიღე ამ ფორუმში, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრები, პრემიერ-მინისტრი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ასეთი წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს საკითხის მნიშვნელობას. ყველა მათგანი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს კიბერუსაფრთხოებას. ამ კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების განვითარებას და შესაბამისად, ისეთი მიმართულებით მუშაობას რაც გულისხმობს ქსელების დაცვას, ინფორმაცის დასცვას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და ა.შ. განსაკუთრებით მნუშვნელოვანია ეს არჩევნების კონტექსტში, იმისათვის, რომ თითოეული ამომრჩეველი იყოს დაცული.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოახდინოს რატიფიცირება ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა განისაზღვროს როლები და მოვალეობები კიბერსივრცეში, იმისათვის რომ აღმოიფხვრას შემდგომ ამ სისტემაში პრობლემები და გაძლიერდეს კიბერუსაფრთხოება, რადგან ვიცით რომ ასეთი საფრთხეები იარსებებს, “- განაცხადა კელი დეგნანმა.