მოვუწოდებთ მთავრობას, გააკეთოს განმარტებები უკრაინელი ჟურნალისტების არშემოშვებასთან დაკავშირებით | კოალიცია

პუბლიკა

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების არშემოშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააკეთოს განმარტებები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების არშემოშვებასთან დაკავშირებით.

დღეს, 2021 წლის 27 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს. დიმიტრი გორდონი საქართველოში შემოსვლის აკრძალვას ამჟამად პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხელ სააკაშვილთან შეხვედრის განზრახვას უკავშირებს.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტებები საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების არშემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენელთა უფლებებს შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა”, – ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.