მოვუწოდებთ პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის ქმედებებს - დავით ზალკალიანი

პუბლიკა

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო აგრესია სრულიად მიუღებელია“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა twitter-ზე დაწერა.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.