მოვუწოდებთ პარტნიორებს, უპასუხონ საერთშორისო სამართლის მორიგ დარღვევას - ზალკალიანი

პუბლიკა

„მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, უპასუხონ საერთშორისო სამართლის და უსაფრთხოების მორიგ დარღვევას“, – ასე გამოეხმაურა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიებზე დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარებას.

მისი თქმით, ეს არის რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა და 2008 წლის სცენარის გამეორება, რაც საქართელოში მოხდა.

„რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური დარღვევა. ეს არის 2008 წლის სცენარის გამეორება, როდესაც ოკუპაცია და აღიარება მოხდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების. მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, უპასუხონ საერთშორისო სამართლის და უსაფრთხოების მორიგ დარღვევას“, – განაცხადა ზალკანიანმა.