წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IRCT) ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„შოკირებულები ვართ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ფლობს, წამებისა და არასათანადო მოპრობის შესახებ ცნობებით“, – წერს IRCT.
საერთაშორისო ორგანიზაციის ადვოკატირების დირექტორის, ასგერ კიაერუმის თქმით, ბავშვების უფლებების დაცვაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი.
„ნებისმიერმა ინსტიტუტმა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ბავშვებზე ზრუნვაზე, უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები. თუმცა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოს ამ უფლებების დაცვა რეგულარული მონიტორინგითა და ძალადობის აღკვეთით“, – აცხადებს კიაერუმი.