აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი​ საქართველოზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე განცხადებას ავრცელებს.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს.

ჩვენ მივესალმებით მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან.

შეერთებული შტატები განაგრძობს მუშაობას მის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობას და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს” – ნათქვამია განცხადებაში.