მოწოდება „დარჩი სახლში“ - უნდა დარჩეს. აუცილებელ შემთხვევაში დავტოვოთ სახლი - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თუ მონაცემები სტაბილური დარჩება, ვირუსის პირველი შემოტევა გადალახულად ჩაითვლება.

მარინა ეზუგაბიამ მოსახლეობას მიმართა და სთხოვა, რომ მიუხედავად აკრძალვების მოხსნისა, მათ მაინც უნდა გააგრძელონ  შეზღუდულად ცხოვრება და დაიწესონ თვითშეზღუდვები.

„დარჩი სახლში – მე მგონი, უნდა დარჩეს. მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში უნდა დავტოვოთ სახლი, მხოლოდ აუცილებელ საქმეზე. რამდენიმე დღეა შეინიშნება ხალხმრავალი ადგილები ქუჩებში, ეზოებში, როგორც ჩემთვის ცნობილია. მე გთხოვთ, რომ თავი შეიკავეთ თავყრილობებისგან. ჩვენი მიღებული შედეგების გამყარებისთვის აუცილებელია, რომ გარკვეულწლად თვითშეზღუდვები გავაგრძელოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.


კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 702 გახდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

24-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ ეტაპისთვის მათი რიცხვი 456-ია.

  • გარდაცვლილია – 12;
  • კარანტინის რეჟიმშია – 3 787;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.