საერთო ინფიცირებულებში დაახლოებით 15% მოზარდია, აქედან 9 ბავშვია გარდაცვლილი - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდების სტატისტიკის შესახებაც გააცნო ინფორმაცია მედიას. მისი თქმით, საერთო ინფიცირებაში ინფიცირებული მოზარდების რაოდენობა დაახლოებით 15%-ია.

„დაახლოებით 15%-ია სტატისტიკა ინფიცირებული მოზარდების, საერთო ინფიცირებაში ამ ხნის განმავლობაში. 103 927 18 წლამდე ბავშვი და მოზარდია ინფიცირებული, აქედან 6 979 -ს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და სამწუხაროდ, 9 გვქონდა ლეტალური გამოსავალი. თუ არ ჩავთვლით სამ ჩვილს დანარჩენ ყველა შემთხვევაში იყო თანმხლები მძიმე გენეტიკური დაავადება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელდა 3 953 კოვიდპაციენტი და გარდაიცვალა 43 ადამიანი.