მოზარდის მდგომარეობა, რომელმაც სავარაუდოდ თვითმკვლელობა სცადა, კვლავ კრიტიკულად მძიმეა

პუბლიკა

იაშვიილს კლინიკის წარმომადგენელის ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა, რომელმაც სავარაუდოდ თვითმკვლელობა სცადა, კვლავ კრიტიკულად მძიმეა. 15 წლის მოზარდი მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ექიმის ცნობით, არასრულწლოვანი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

11 დეკემბერს 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობის სცადა. თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მხრიდან მოზარდზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობაა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში  გამოკითხვაზე მისულ მოზარდს პოლიცია დანაშაულის აღიარების მოთხოვნით ემუქრებოდა  და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. რის შემდეგაც იმავე დღეს თვითმკვლელობის მიზნით მოზარდი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

შს სამინისტრო მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს იძიებს. პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტის გამოძიებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის მიმართეს.