მრჩება განცდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა ბოკერიას და „ქართულ ოცნებას“ – ინაშვილი

პუბლიკა

„მე მრჩება განცდა, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა ბოკერიას იმიტომ, რომ კარგად იცის ნახევარპროცენტიანია მისი რეიტინგი და საერთოდ არ აქვს ამომრჩევლის მხარდაჭერა და სწორედ ამ გზებითა და საშუალებებით უნდა ივაჭროს „ქართულ ოცნებასთან“, რომ აღმოჩნდეს 2020 წლის პარლამენტში და ამ ცვლილებების ჩაგდება უნდა „ქართულ ოცნებას“ რომლის რეიტინგი ასევე არ ბრწყინავს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

„ვხედავთ, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ბუნდოვან შეფასებებს აკეთებ, – ოპოზიცია თუ არ მიიღებს მონაწილეობას, ჩვენ ჩავაგდებთო. ვინ არის იპოზიცია? სამი პარტია შევიდა 2016 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში – „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრობა“ და ჩვენ. ჩვენ ვეუბნებით „ქართულ ოცნებას“, რომ მ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მივიღოთ ამაში მონაწილეობა. არიან ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები. ისინიც მიიღებენ მონაწილეობას. საკმარისი ხმები აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენ მივიღოთ ბოკერიასა და სააკაშვილის პარტიების გარეშე ეს ცვლილები“, – აცხადებს ინაშვილი.

როგორც ინაშვილი ამბობს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბუნდოვანი განცხადებები აფიქრებინებს, რომ შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ ისევ კენჭისყრამდე მიიყვანოს პროცესი, მაგრამ მერე მხარი აღარ დაუჭიროს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის, პოლიტიკურ ლიდერებს შორის არ არსებობს ნდობის მომენტი. შეიძლება, პოლიტიკოსი არ ენდობოდეს პოლიტიკოსს, შეიძლება პოლიტიკოსი გესაუბრებოდეს და გატყუებდეს და ამგვარ მუდმივ ტყუილში „ქართული ოცნება“ არაერთგზის არის შემჩნეული. ასე ჩააგდო პროპორციული…

გამომდინარე „ქართული ოცნების“ ლიდერების არაერთგვაროვანი განცხადებებიდან, ნაწილი ამბობს, რომ მხარს დავუჭერთ ამას. მეორე ნაწილი ამბობს,  რომ თუკი ჩავარდება, ოპოზიციის ბრალი იქნება. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი მელაკუდობა ჩაიდინოს – კენჭისყრამდე მიიყვანოს პროცესი და მერე აღმოჩნდეს, რომ ვიღაცა დიმიტრი ხუნდაძეა ახალი, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ ამას მხარს არ უჭერს“, – აცხადებს ინაშვილი.