მსახიობები პროტესტის ნიშნად იფიცებიან
მსახიობები იფიცებიან. ისინი აპროტესტებენ „ქართული ოცნების” მიერ ევროინტეგრაციის შეჩერებას და დემონსტრანტებზე ძალადობას.
გაფიცულთა შორის არიან:
ნათია ბუნტური;
ნინო კასრაძე;
კახა კინწურაშვილი;
ნანა ბუთხუზი;
გიორგი ცხადაძე;
ბექა ხაჩიძე;
თამარ ოხიკიანი;
მანუ თავაძე;
ნატუკა კახაძე;
მარიამ ნადირაძე;
ანდრო ჭიჭინაძე;
მაიკო გელოვანი;
ნატალი გაბისონია;
გივიკო ბარათაშვილი;
პაატა ინაური;
თუთა ოქროპირიძე;
გიორგი ბახუტაშვილი;
ვანო თარხნიშვილი;
ირაკლი ჩხიკვაძე;
ანანო გულედანი;
ირაკლი ჩხიკვაძე;
ანუკა გრიგოლია;
ნუცა თოფურია;
გიორგი თორაძე;
ეკა დემეტრაძე;
გაიფიცა სამეფო უბნის თეატრი;
გაფიცულია ბათუმის დრამატული თეატრის 56 თანამშრომელი.
ამ წუთებში – 20:40 საათზე მსახიობების ნაწილი რუსთაველის თეატრთან არიან და თეატრში შეშვებას ითხოვენ.
„უნდა ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რაც დღეს უდგას ამ ქვეყანას. ამ თეატრიდან უდნა ისმოდეს იმ ხალხის ხმა, რომელიც ახლა არ ისმის, სამწუხაროდ. დღეს გვინდა, რომ შევთანხმდეთ, რომ ხვალ ეს სცენა დაუთმონ ქართველებს, ხალხს”. – თქვა მსახიობმა ნიკუშა ბაქრაძემ.