მსახიობი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

პუბლიკა

80 წლის ასაკში მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები და კოლეგები ავრცელებენ.

მსახიობი 1963 – 1967 წლებში სწავლობდა თეატრალური ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე.1963–1969 და 1972–1976 წლებში — რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. 1969–1972 — ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974–1976 თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი.

გადაღებულია 25 ფილმში და არის ერთი ფილმის რეჟისორი. ასევე, ის იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. მსახიობი საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი იყო.