კანადელი თეატრისა და კინოს მსახიობი კრისტოფერ პლამერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
პლამერი იყო ოსკარის, ემმის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ჯილდოების მფლობელი. მათ შორის, ის უხუცესი იყო ოსკარის გამარჯვებულთა შორის. მან ეს ჯილდო ფილმისთვის Beginners მიიღო, 2011 წელს. ასევე ოსკარის ნომინაცია აქვს მიღებული ფილმებისთვის All the Money in the World და The Last Station.
პლამერს არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. კინოში პირველად 1958 წელს გამოჩნდა, აღიარება კი ფილმ The Sound of Music-ში მონაწილეობით მოიპოვა.
როგორც The Guardian წერს, ოჯახის ინფორმაციით, 91 წლის პლამერი თავის სახლში გარდაიცვალა.