მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა

პუბლიკა

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, მამუკა ლორია 65 წლსი ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის გარდაცვალების შესახებ რუსთაველის თეატრის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.

„რუსთაველის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თეატრის მსახიობის,მამუკა ლორიას გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს“, აღნიშნულია განცხადებაში.

მამუკა ლორიამ 1984 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1985 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. რუსთავის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისათვის „მაკბეტი“.