მსახიობი მირა ფურლანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად „ჯანმრთელობის პრობლემები“ სახელდება.
ფართო აუდიტორიამ ხორვატი მსახიობი სერიალ „დაკარგულებიდან“ გაიცნო, რომელშიც იგი მეცნიერ დანიელ რუსოს როლს ასრულებდა, ასევე 90-იანი წლების ემის პრიზიორი სერიალიდან „ბაბილონი 5“.
მირა ფურლანი ასევე მონაწილეობდა ემირ კუსტურიცას კანის კინოფესტივალის პრიზიორ ფილმში – „როცა მამა საქმეზე იყო წასული“. ფურლანი ავტორია მუსიკალური ალბომისა – Songs From Movies That Have Never Been Made.