91 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი თენგიზ არჩვაძე.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, ბატონი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო! მარჯანიშვილის თეატრის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს” – ამ განცხადებას კოტე მარჯანიშვილსი სახელობის თეატრი ავრცელებს.
თენგიზ არჩვაძემ 1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1967 წლიდან გამოდიოდა რუსთავის დრამატულ თეატრში, 1973 წლიდან — მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.
პირველი როლი, ფილმში „ერთი ცის ქვეშ“, შეასრულა 1961 წელს, ბოლო კი – ფილმში „კიდევ ერთი ქართული ისტორია“. მსახიობს სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული.