მსახიობმა სანდრო სამხარაძემ წინანდლის პრემია მიიღო

პუბლიკა

მსახიობმა სანდრო სამხარაძემ წინანდლის პრემია მიიღო.

მას პრემია კინოხელოვნების კატეგორიაში ანდროს როლის შესრულებისთვის სერიალიდან “ხელოვნური სუნთქვა” (რეჟისორი გიორგი ლიფონავა; სცენარის ავტორები – დავით გაბუნია, ქეთი დევდარიანი)…

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები შეამჩნიონ , განსაკუთრებით დღეს, როცა ხელოვნება ცენზურის ქვეშ არის და ასეულობით ხელოვანი ბოიკოტშია… ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, ვმობილიზდეთ ყველა და მოვემზადოთ, მე მჯერა, რომ კანდიდატის სტატუსს მოგცემენ… მე მგონია, რომ ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ამაზე ვილაპარაკოთ, ეს მოვთხოვოთ ხელისუფლებას და ვეცადოთ, რომ 2024 წელს ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები” , – თქვა მსახიობმა სიტყვით გამოსვლისას.