მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება აზიანებს კომპანიას და მოლაპარაკებების პროცესს - „ჯორჯიან მანგანეზი“

პუბლიკა

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ეხმაურება შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის ვერა კუპატაძის განცხადებას, რომ რამდენიმე დღის წინ უცნობი ადამიანი დაუკავშირდა და დაემუქრა.

„კომპანია ემიჯნება და კატეგორიულად გმობს შანტაჟს და მიაჩნია, რომ ადგილი აქვს „ ჯორჯიან მანგანეზის“ დისკრედიტაციის მცდელობას“, – წერია განცხადებაში.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, მიიღონ ადეკვატური და დროული ზომები, დაინტერესდნენ იიღონ ადეკვატური და დროული ზომები, დაინტერესდნენ პროტესტის მონაწილეების მიერ გავრცელებული ინფორმაციით და უმკაცრესად იმოქმედონ კანონის შესაბამისად.

კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

„მიგვაჩნია, რომ ამ მეთოდებით ბრძოლა, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, რაც საზოგადოებისთვის ნაცნობი წარსული პრაქტიკაა, რომელსაც კომპანია გმობს და ემიჯნება. მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირველ რიგში აზიანებს კომპანიას და მოლაპარაკებების პროცესს, რაც საფრთხეს უქმნის დიალოგის კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვას და საქმის დროულად გადაწყვეტას“,  – აცხადებს კომპანია.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს. შსს-ში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ვერა კუპატაძე, ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ უცნობი ადამიანი დაუკავშირდა და დაემუქრა.

ვერა კუპატაძეს რამდენიმე დღეა, პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. მისი თქმით, მას პროტესტის შეწყვეტის მიზნით დაემუქრნენ და გასაჩუმებლად „მიუგზავნეს ადამიანი“.

ანაწერში, რომელიც „პუბლიკას“ OC Media-მ მიაწოდა, ჩანს, როგორ ესაუბრება ვერა კუპატაძე მისთვის უცნობ ადამიანს. ჩანაწერში ისმის კაცის ხმა, რომელიც ამბობს:

„ [ვინ ვარ] არ აქვს ახლა ამ წუთში მაგას არსებითი მნიშვნელობა. როგორც გითხარით, თქვენი ოჯახის წევრს, კონკრეტულად თქვენს რძალს, მაგას და ერთ-ერთ პირამოკერილ პიროვნებას ეხება ეს ბილწი საქციელები და თუ დაინტერესდებით, დაგიმტკიცებთ მაგას”.