„მსგავსი შიდაპოლიტიკური გამოწვევები გვაქვს" - "ოცნების" პარლამენტის დელეგაცია სერბეთში ჩავიდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია სერბეთში ჩავიდა.

„საქართველოსა და სერბეთს საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებელი აქვთ. პირველ რიგში, ორივენი ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანა არის ევროკავშირში გაწევრიანება. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, შიდაპოლიტიკური მსგავსი გამოწვევები”. –  თქვა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას აქვს გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები – “უპირობოდ ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც უნდა გადაითარგმნოს უფრო მეტ დაახლოებაში. იმედი გვაქვს, უახლოეს თვეებში თბილისში გაიხსნება სერბეთის საელჩო, ასევე სერბეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გადაიქცევა სრულფასოვან საელჩოდ. გვაქვს ვაჭრობის, ტურიზმის ზრდის პერსპექტივა”.

შეგახსენებთ, რომ სერბეთში სტუდენტებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების პროტესტი უკვე ოთხი თვეა, გრძელდება.

საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა 2024 წლის 1 ნოემბერს რგინიგზის სადგურ ნოვი სადში ბეტონის ჭერის ჩამონგრევას, რასაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.