მშენებელ კომპანიებს მალე წარედგინებათ პაკეტი გრძელვადიანი განვადებით მშენებლობის შესახებ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მშენებელ კომპანიებს წარედგინება გრძელვადიანი განვადებით მშენებლობის პაკეტი.

მისი თქმით, მთავრობა მუშაობს, რომ არსებული კრიზისის ფონზე ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს ქვეყანაში.

„ჩემი დავალების მიხედვით, ეკონომიკურმა გუნდმა უკვე გაამზადა პაკეტი, რომელიც უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარედგინება მშენებელ კომპანიებს. საკითხი ეხება გრძელვადიანი განვადებით მშენებლობის დაწყებას.

ჩვენ გვინდა, რომ ამ გამოწვევების, კრიზისის ფონზე ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს ქვეყანაში. ამას პირდაპირ უკავშირდება დასაქმების პროგრამა, რომელზეც აპრილიდან ინტენსიურად დავიწყებთ მუშაობას და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით ქვეყანაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.