მშობელი: რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა

პუბლიკა

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა, მაკუნა გოჩიაშვილი წერს, აქონდროპლაზიის წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია.

ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ ზეგამდე რომ არ გითხრათ. რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ. წამალი დაიდო!”


აქონდროპლაციის დიაგნოზის მქონე ბავშების მშობლებმა კანცელარიასთან 24-საათიანი პროტესტი, რომელიც თითქმის 20 დღე გრძელდებოდა, 5 მაისს შეწყვიტეს.

მშობლების მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo, რომელიც ავტორიზებულია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.