თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში მშობიარობის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებული 19 წლის ქალი გარდაიცვალა.
ინფორმაცია „პუბლიკას“ კლინიკაში დაუდასტურეს.
კლინიკის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულ ქალი ფეხმძიმობის 36-ე კვირაში იყო. 1 აგვისტოს მას გაუკეთდა საკეისრო კვეთა. 19 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა.
საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების მე-11 შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 4031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 73 ადამიანი.