მშობლების დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.
გამოძიების ვერსიით, 27 აპრილს თბილისში, ვაზისუბანში, გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი ყაჩაღობის ინსცენირება დადგა, გადმოყარა ნივთები, მოძებნა მშობლების ფული და ძვირფასი ნივთები, გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.