მშვიდობიან პიკეტირება იქნება, ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა - ბოკერია

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ოპოზიცია ადმინისტრაციული შენობების პიკეტირების გეგმებს არ ცვლის. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიატორობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ხელისუფლებასთან განსახილველი საკითხების ჩარჩოზე შეთანხმდნენ.

„მშვიდობიანი აქციები ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე დემოკრატიული საზოგადოების ნაწილია. ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა. ამიტომ არაფერი შეცვლილა ამ თვალსაზრივით. მშვიდობიან პიკეტირება იქნება“, – განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს, 5 მარტს კი მთავრობის ადმინისტრაციის,  – ამის შესახებ 26 თებერვალს გამართულ აქციაზე გახდა.