თბილისის მერიაში „პუბლიკას“ უდასტურებენ ინფორმაციას, რომ წელს წინასაახალწლო სლოგანი „თბილისი მშვიდობის ქალაქი“ იქნება. შესაბამისი წარწერა უკვე მონტაჟდება თავისუფლების მოედანზე. ის საახალწლო დეკორაციის ნაწილი იქნება.
თბილისის მერის კახა კალაძის კომენტარიც გაავრცელა მერიამ საახალწლო სლოგანთან დაკაშირებით.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წელს საახალწლო სლოგანია „მშვიდობის ქალაქი“, რადგან მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ეს არის ყველას საერთო სურვილი.
„მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს სიმშვიდე. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველი ხალხის ინტერესები იყოს ყოველთვის დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აქამდე მერიის წინასაახალწლო სლოგანები იყო – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „სიყვარულით სავსე ქალაქი“.