მსოფლიო ბანკი მზადაა საქართველოს ვაქცინის შემოტანაშიც დაეხმაროს - სამინისტრო

პუბლიკა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და თამარ ბარკალაია   მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდნენ. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებსა  და  ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა.

 „ვისაუბრეთ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს.  მოგაწოდეთ  2, 5 მილიონი ტესტი და სასუნთქი აპარატები. მზად ვართ საქართველოს ვაქცინაციის შემოტანაშიც დავეხმაროთ. გარდა ამისა, ჩვენ ახალ პროექტსაც ვგეგმავთ, რომლის ფარგლებშიც  გვსურს მცირე და საშუალო ბიზნეს დავეხმაროთ“-ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.