მსოფლიო დაიღალა უკრაინის ომით და ჩვენს კანონპროექტზე გადმოერთო - სოზარ სუბარი

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლეობის წევრებით დაკომპლექტებული პრორუსული და ანტიდასავლური მოძრაობის, „ხალხის ძალის” ლიდერმა სოზარ სუბარმა, სამთავრობო ტელევიზიაში იმედზე, განაცხადა, რომ მსოფლიო დაიღალა გლობალური საკითხებით და მის კანონპროექტზე გადმოერთო.

„უცნაური ამბავი შეიქმნა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მსოფლიო უკვე ერთი წელია ლაპარაკობს  – უკრაინის ომი, უკრაინის ომი, რუსეთის აგრესია უკრაინაში, რუსეთის აგრესია უკრაინაში, თითქოს დაიღალნენ, გადაიღალნენ, მანამდე იყო უამრავი სხვა თემა, ხან ჩინეთსა და ტაივანს შორის დაიძაბებოდა, ხან სადღაც და, გადაიღალნენ ამ თემებით და ახლა დაწყებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერით, სენატორები, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი, ევროპელი ლიდერები, ჩვენი ოპოზიცია და არასამთავრობოები, მარტო ამაზე ლაპარაკობენ,

კარგია რომ ასეთი აღიარება ხდება „ხალხის ძალის”, ეს ჩვენი რეკლამაა”. – თქვა მან.

მისი ციტატის სტილი დაცულია.