მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
„შემდეგი დღეებისა და კვირების განმავლობაში ველოდებით ვირუსის შემთხვევებს, სიკვდილიანობის ზრდას და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ვირუსი შეაღწევს, გაიზრდება.
ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ, როგორც გავრცელების მაღალი დონით, ისე ვირუსის სირთულით. ამიტომაც ვაცხადებთ, რომ COVID-19 შეიძლება შევაფასოთ, როგორც პანდემია“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
მან აღნიშნა, რომ ისინი არ ცვლიან რეკომენდაციებს და ქვეყნებს მოუწოდებენ, მიიღონ საგანგებო და აგრესიული ზომები კორონავირუსის წინააღმდეგ.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა 118 ქვეყანაში გამოვლინდა. სულ დადასტურებულია 121,564 შემთხვევა. გარდაცვლილთა როცხვი 4,373. ჩინეთში ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 3,046 ადამიანი, იტალიაში – 631; ირანში კი 354.