მსოფლიო ლიდერები მოქალაქეებს არ მოუწოდებენ უკრაინაში წასვლისკენ, ჩვენი პოზიციაც იგივეა - პრემიერი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოს ლიდერები არ მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში წასვლისკენ და საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიციაც იგივეა.

„დღეს მსოფლიოში არც ერთი ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს არ მოუწოდებს უკრაინაში წასვლისკენ და იქ საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ, ისინი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, უკრაინისადმი სოლიდარობა განსხვავებული ფორმით გამოხატონ, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნით, მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების ამ მოწოდებას.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ გამოვხატოთ სხვა ფორმით, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა თუ სხვა, მათ შორის აქ ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების დახმარება. ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია“, – განაცხადა პრემიერმა.