მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ჰოსპიტალიზებულია

პუბლიკა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე აშშ-ში ვიზიტის დროს ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის, ამჟამად, თავს კარგად გრძნობს. ინფორმაციას ამერიკის ბერძნული მართლმდადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსის ეპარქიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ექიმების რეკომენდაციით მსოფლიო პატრიარქმა მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარა. მან წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარებამდე თავი შეუძლოდ იგრძნო ხანგრძლივი ფრენისა და გადატვირთული გრაფიკის გამო.

მას, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.