უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მსოფლიო პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების ნებას არ მისცემს.
მან ეს „ბილდთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პუტინის მუქარაზე აყოლა არ შეიძლება.
„ხვალ მან შეიძლება თქვას: უკრაინის გარდა ჩვენ პოლონეთის ნაწილიც გვინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ატომურ იარაღს გამოვიყენებთ. ჩვენ ასეთ კომპრომისებზე ვერ წავალთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.