დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი მიმართვას ავრცელებს.
მან ვიდეოგანცხადებისას მიმართა უკრაინელ ხალხს და თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი დგას უკრაინელი ძმების და დების გვერდით. მან ასევე მიმართა რუსებს.
„უკრაინელ ხალხს: სლავა უკრაინა! რუსებს: არ მჯერა, რომ ეს ომი თქვენს სახელზეა.
ეს კრიზისი, ეს ტრაგედია შეიძლება და უნდა დასრულდეს. მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი და სუვერენული უკრაინა, “- ამბობს ბორის ჯონსონი მიმართვაში.