მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე მომუშავე 53 ორგანიზაცია გმობს რუსულ კანონს

პუბლიკა

მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე მომუშავე 53 ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს სამოქალაქო საზოგადოებას და გმობს რუსულ კანონს.

განცხადებაში ნათქვამია:

„ადამიანის უფლებათა დამცველები მთელს მსოფლიოში ღრმად ვართ შეწუხებული საქართველოს მთავრობის მცდელობებით, ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოების ხმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიციირებით.

გვინდა, ჩვენს მეგობრებმა და მოკავშირეებმა საქართველოში იცოდეთ, რომ ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით მაშინ, როცა იბრძვით რუსული კანონის წინააღმდეგ, რომლის დამტკიცებასაც თქვენი ხელისუფლება ცდილობს და რომელიც მიზანში იღებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ მედიას.

ეს თავდასხმა სიტყვისა და შეკრების თავისუფლებაზე, ისევე როგორც დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების ძირითად და ფუნდამენტურ უფლებებზე გავლენას ახდენს ყველა ჩვენგანზე. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დეჰუმანიზაციისა და სტიგმატიზაციის მცდელობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ადამიანის უფლებათა ვალდებულებებს, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებსა და ღირებულებებს.

ზოგიერთი ჩვენგან ჩვენს ქვეყნებშიც ვართ მსგავსი მოვლენათა მსგავსი მოწმეები – მოვლენებისა, რომლებიც შექმნილია ანგარიშვალდებულების შემცირებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შემცირების მიზნით. ამ ტიპის კანონმდებლობამ უკვე გამოიწვია ადამიანის უფლებათა დამცველების, გარემოსდაცვითი აქტივისტების, იურიდიული პროფესიონალების, ჟურნალისტების, მუშაკების, საზოგადოების ლიდერების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორების რეპრესიები, თავდასხმები, იარლიყის მიწებება, პატიმრობა, გატაცება და მკვლელობა.

შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ ქართველი ხალხი, რომელიც 35 წლის განმავლობაში თავდადებულად იბრძოდა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის, ახლა ასეთივე რისკებს აწყდება.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და დიდად ვაფასებთ თქვენს ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ვაცნობიერებთ, რომ ამ კანონის მიღება გავლენას ჩვენს ქვეყნებზეც მოახდენს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ჩააგდოს კანონპროექტი და დაუბრუნდეს რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება საქართველოს დემოკრატიზაციისა და განვითარებისთვის”.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. Accountability Counsel | აშშ;
  2. Action Paysanne Contre la Faim APCF | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა;
  3. African Law Foundation (AFRILAW) | ნიგერია;
  4. Alyansa Tigil Mina (Alliance to Stop Mining) | ფილიპინები;
  5. Amnesty International | საერთაშორისო;
  6. Ardha Jabesa Foundation | კენია;
  7. Asia Indigenous Peoples Network on Extractive Industries and Energy (AIPNEE) | აზია;
  8. Bank Climate Advocates | აშშ;
  9. Bank Information Center | აშშ;
  10. International Rivers |აშშ;
  11. Brot für die Welt | გერმანია;
  12. Business & Human Rights Resource Centre | საერთაშორისო;
  13. Cambio Sistémico | მექსიკა;
  14. CEE Bankwatch | ჩეხეთი;
  15. Centre for Community Mobilization and support NGO | სომხეთი;
  16. Cohesión Comunitaria e Innovación Social | მექსიკა;
  17. Collectif des ONG Œuvrant dans le secteur de mines, Environnement et Electricité COMEE| კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა;
  18. Conseil Régional des Organisations Non Gouvernementales de Développement CRONGD | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა;
  19. Crude Accountability | აშშ;
  20. Deca Equipo Pueblos | მექსიკა;
  21. FIDH (International Federation for Human Rights), უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორიის ფარგლებში| საერთაშორისო’
  22. Freedom House | აშშ’
  23. Front Line Defenders | ირლანდია;
  24. Global Rights | ნიგერია;
  25. Gobierno y Análisis Político AC (GAPAC) | მექსიკა;
  26. Green Development Advocates | კამერუნი;
  27. HRM Bir Duino | ყირგიზეთი;
  28. Indian Social Action Forum | ინდოეთი;
  29. Iniciativas para el Desarrollo de la Mujer Oaxaqueña (IDEMO) | მექსიკა;
  30. International Accountability Project | საერთაშორისო;
  31. International Indigenous Fund for development and solidarity “Batani” (Batani Foundation) |  რუსეთი/აშშ
  32. Kashi Jermaine, Kwale Mining Alliance | კენია
  33. Participatory Research & Action Network – PRAAN | ბანგლადეში;
  34. Kazakhstan International Bureau for Human Rights and Rule of Law  | ყაზახეთი;
  35. KRuHA – People’s coalition for the right to water  |  ინდონეზია;
  36. Latinoamérica Sustentable, Regional  | ლათინური ამერიკა;
  37. Lawyers’ Association for Human Rights of Nepalese Indigenous Peoples (LAHURNIP)  | ნეპალილ
  38. lM Defensoras  |  ლათინური ამერიკა;
  39. Otros Mundos Chiapas  |  მექსიკა;
  40. OTWatch |  მონღოლეთი;
  41. Phenix Center |  იორდანია;
  42. Protection International (PI) |ბელგია და საერთაშორისო;
  43. Proyecto sobre Organización, Desarrollo, Educación e Investigación (PODER) | Latin America
  44. Recourse | ნიდერლანდები;
  45. Rivers without Boundaries International Coalition  | საერთაშორისო;
  46. The Bretton Woods Project, დიდი ბრიტანეთი;
  47. Unidosc | მექსიკა;
  48. Urgent Action Fund for Feminist Activism | საერთაშორისო;
  49. Uzbek Forum for Human Rights  | გერმანია;
  50. Workers’ Assistance Center (WAC) | ფილიპინები;
  51. World Organisation Against Torture (OMCT), within the framework of the Observatory for the Protection of Human Rights Defenders | საერთაშორისო;
  52. Yayasan Keadilan Iklim Indonesia (Climate Justice Indonesia Foundation) | Indonesia
  53. Yayasan Srikandi Lestari,( Srikandi Lestari Foundation) | ინდონეზია;

ცალკეული ადამიანები

  1. მაურისე ოუმა ოდიამბო, Jamaa Resource Initiatives, კენია
  2. მირვარი გაჰრამანლი, ნავთობის მუშაკთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია, აზერბაიჯანი
  3. ნორა საუსმიკატი, ურგევალდი/გერმანია
  4. ოლეგ დულგარიანი, უფლებადამცველი, სომხეთი
  5. ედუარდო აგილარი, ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ადვოკატი, მექსიკა