მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

პუბლიკა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.

მათ შორის – გამოჯანმრთელებულია 485 362 ადამიანი, დაიღუპა 126 830. 

ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული აშშ-ია, სულ 614 246 ადამიანი. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 38 820, დაიღუპა 26 064.

აშშ-ის შემდეგ ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობის მქონე ქვეყნების ოთხეულის სტატისტიკა ამგვარია:

ესპანეთი, სულ – 174 060 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 67 504, დაიღუპა 18 255 ადამიანი.

იტალია, სულ – 162 488 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 37 130, დაიღუპა 21 067 ადამიანი.

საფრანგეთი, სულ  – 143 303 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 28 805, დაიღუპა 15 729 ადამიანი.

გერმანია, სულ – 132 210 ინფიცირებული.  გამოჯანმრთელდა 72 600, დაიღუპა  3 495 ადამიანი.

საქართველოში კი კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 306
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 69
  • გარდაცვლილი – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 4990
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 462
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3