მსოფლიოში COVID-19-სგან 629 513 ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან უკვე 629 513 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ დაფიქსირებულია COVID- 19-ის 2 415 299 შემთხვევა. მათგან გარდაცვლილია 165 195 ადამიანი, ხოლო 54 225  პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კორონავირუსის 764 636 შემთხვევაა დადასტურებული. ამერიკის 50-ვე შტატში გარდაცვლილთა რაოდენობამ ჯამში 40 575 შეადგინა. გამოჯანმრთელებულია 71 187 მოქალაქე.

ესპანეთში COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი  გასულ 24 საათში დაფიქსირდა. 410 პირი დაიღუპა ესპანეთში გასულ დღეს და ეს 24 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. ესპანეთში ჯამში კორონავირუსის 198 674 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. სულ გარდაცვლილია 20 453 პირი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 77 357 მოქალაქე.

იტალიაში კორონავირუსის სულ 178 972 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 20 453 გარდაცვლილი და 47 055 გამოჯანმრთელებული მოქალაქე ფიქსირდება. ბოლო ერთ დღეში დაღუპულთა რაოდენობა 433-ს შეადგენს, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლებაზე მიუთითებს.

კორონავირუსით გარდაცვალების 19 718 შემთხვევა დასტურდება საფრანგეთში, მათ შორის 395 გარდაცვლილი ბოლო ერთ დღეში. საფრანგეთში covid-19-ის 152 894 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელებულია 36 578 მოქალაქე. გუშინ პრემიერ-მინისტრმა პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ 11 მაისიდან საფრანგეთის სკოლები ეტაპობრივად აღადგენენ სწავლებას.

გერმანიაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 88 000-ს შეადგენს, რაც აქტიურ შემთხვევებზე გაცილებით მეტია. რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ პანდემია კონტროლის ქვეშაა და სწორედ ამიტომ, გერმანია დღეიდან კარანტინის რეჟიმს ამსუბუქებს. გერმანიაში სულ  145 742 შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილია 4 642 ადამიანი.

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 120 067 შემთხვევა ფიქსირდება. სულ გარდაცვლილია 16 060 ადამიანი, მათგან 596 ბოლო ერთ დღეში.

თურქეთში კორონავირუსის 3 977 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათის განმავლობაში. ჯამში ინფიცირების 86 306 შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილია 2 017 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 11 976 პირი.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა და დაინფიცირების მხოლოდ 16 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. სულ ჩინეთში კორონავირუსის 82 735 ფაქტია დადასტურებული. გარდაცვლილია 4 632 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 77,062 მოქალაქე.

ირანში COVID-19-ის 82 211 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 1 343 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი ბოლო ერთ დღეში. სულ გარდაცვლილია 5 118 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 57 023 პირი.

რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 6 060 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 42 853-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 3 291 ადამიანი, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 361-ს უტოლდება.