მსოფლიოში COVID-19-სგან მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-სგან მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის აღრიცხულია სულ 4 196 784 დადასტურებული შემთხვევა. მათგან 284 034 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 500 385 ადამიანი.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 367 963 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გარდაიცვალა 80 787 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 256 336;

შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა ესპანეთი – 264 663 დადასტურებული შემთხვევით, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 176 439 , გარდაიცვალა 26 621 ადამიანი.

შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზე გადმოინაცვლა რუსეთმა, სადაც ბოლო დღეებში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა – ამ დოისთვის ფიქსირდება 221 344 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 39 801, გარდაიცვალა 2009 ადამიანი.

რაც შეეხება ჩვენს დანარჩენ მეზობელ ქვეყნებს, ამ დროის მონაცემებით:

თურქეთში 138 657 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთელდა 92 691, გარდაიცვალა 3 786 ადამიანი.

სომხეთში 3 392 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 1 359, გარდაიცვალა 46 ადამიანი.

აზერბაიჯანში 2 519 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 1 650, გარდაიცვალა 32 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 638
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 317
  • მათ შორის გარდაცვლილი – 10
  • კარანტინის რეჟიმში – 4896
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3