მსოფლიოში კორონავირუსის 1 266 614 შემთხვევა ფიქსირდება

პუბლიკა

ბოლო 24 საათის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 65 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ის 1 266 614 შემთხვევა ფიქსირდება.  გამოჯანმრთელებულია 260 967 ადამიანი, ხოლო 45 530 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. Worldometers-ის 5 აპრილის ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ დღეში 4 481 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო ჯამში კორონავირუსით 69 169 ადამიანია დაღუპული.

ერთ დღეში COVID-19-ის კიდევ 21 660 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ შემთხვევის შემდეგ შტატებში ინფიცირებულთა რაოდენობამ 333 017-ს მიაღწია. მათგან გამოჯანმრთელებულია 17 018 პაციენტი; ბოლო 24 საათში შტატებში 1 076 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ ქვეყნის მასშტაბით 9 528 გარდაცვლილი ფიქსირდება.

უახლესი მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსი კიდევ 12 518 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ესპანეთში 130 854 ინფიცირებულია.  ბოლო 24 საათში COVID-19-ით გარდაცვლილია 571 მოქალაქე.  სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 12 518-ს შეადგენს. Worldometers-ის ინფორმაციით,  ესპანეთში 38 080 განკურნებული ადამიანია.

იტალიაში კორონავირუსის 128 948 შემთხვევაა დაფიქსირებული, ბოლო 24 საათში კი  4 316 შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ბოლო ერთ დღეში 525 ადამიანი დაიღუპა, რაც ორ კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. იტალიაში ჯამში 15 887 პირია გარდაცვლილი.

გერმანიაში ინფიცირების 3 932 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო განახლებული ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში 132 პირია დაღუპული. ჯამში გერმანიაში  კორონავირუსის 100 024 შემთხვევა ფიქსირდება და გარდაცვლილთა რაოდენობა 1 576-ს უტოლდება. გერმანიაში კორონავირუსისგან 28 700 განკურნებული მოქალაქეა.

უახლესი მონაცემებით, ერთ დღეში 2 886 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში. ქვეყნის მასშტაბით, სულ 92 839 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო ერთ დღეში გარდაიცვალა 518 ადამიანი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 8 078-ს შეადგენს. საფრანგეთში 16 183 გამოჯანმრთელებული ადამიანია, ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაში 6 838 მოქალაქე იმყოფება.

რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოებს, ბოლო მონაცემებით, ერთ დღეში 5 903 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში 47 806 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო ერთ დღეში 621 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 934-ს შეადგენს. გაერთიანებულ სამეფოებში  გამოჯანმრთელდა 135, ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება 1 559 პაციენტი.

შვედეთში, ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსის 6 830 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 387 შემთხვევა ბოლო 24 საათში ფიქსირდება. ბოლო ერთ დღეში გარდაცვლილია 28 ადამიანი, ჯამში კი – 401. ეს უფრო დიდი რიცხვია, ვიდრე სკანდინავიის სხვა ქვეყნებში ერთად აღებული (ნორვეგია – 71; დანია – 179; ფინეთი – 28; ისლანდია – 4).

ბოლო ერთ დღეში 151 პირი გარდაიცვალა  ირანში. ჯამში დაღუპულთა რაოდენობაა 3 603-ს გაუთანაბრდა. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, ირანში COVID-19-ით 58 226 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო ბოლო ერთ დღე-ღამეში დაინფიცირდა 2 483 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 19 736, ხოლო კრიტიკულ მდგომარეობაშია 4 103 პაციენტი.