COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ მსოფლიოში 300 000-ს გადააჭარბა.
ამ დროის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 303 438-ს მიაღწია.
მთლიანობაში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხმილიონ-ნახევარს აჭარბებს – 4 527 811 ადამიანი.
აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 1 706 174.
ქვეყნებს შორის ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. მათ 1 457 593 ინფიცირების შემთხვევა და 86 912 გარდაცვლილი ჰყავთ.