ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის დღიური გამოვლენის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
WHO-ს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსის 237 743 შემთხვევა.
ამავე მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერობს შეერთებული შტატები, ბრაზილია, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით სულ დაინფიცირდა 13 616 593 ადამიანი, გარდაიცვალა 585 727.