ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში აღრიცხულია COVID-19-ის 9 932 469 დადასტურებული შემთხვევა. მათგან გარდაიცვალა 497 508, გამოჯანმრთელდა 5 381 027 ადამიანი.
ამ დროისთვის 4 053 934 ადამიანი მკურნალობის პროცესშია, მათგან 57 696 (1%) პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია როგორც – სერიოზული ან კრიტიკული.
ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 2 553 068 შემთხვევაა აღრიცხული, რომელთაგან გარდაიცვალა 127 640 , გამოჯანმრთელდა 1 068 768 ადამიანი.
შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა ბრაზილია – 1 280 054 დადასტურებული შემთხვევით, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 697 526, გარდაიცვალა 56 109 ადამიანი.
შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა რუსეთი, სადაც ამ დროისთვის ფიქსირდება 627 646 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 393 352, გარდაიცვალა 8 969 ადამიანი.
რაც შეეხება ჩვენს დანარჩენ მეზობელ ქვეყნებს, ამ დროის მონაცემებით:
თურქეთში 194 511 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გამოჯანმრთელდა 167 198 გარდაიცვალა 5 065 ადამიანი.
სომხეთში 23 909 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 12 911, გარდაიცვალა 421 ადამიანი. ბოლო 24 საათში სომხეთში ვირუსის 662 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი.
აზერბაიჯანში 15 369 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 8 364, გარდაიცვალა 187 ადამიანი.
ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი.
განახლებული მონაცემები ასეთია:
– კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 921;
– აქედან გამოჯანმრთელდა – 781;
– გარდაიცვალა – 14;
– კარანტინის რეჟიმში – 2687;
– სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 207;
– უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3;